Friday, March 16, 2012

ისტორიული სამცხე – ჯავახეთი

პროექტის სახელწოდება
ისტორიული სამცხე – ჯავახეთი
პროექტის მთავარი იდეა
მშობლიური მხარის უკეთ გაცნობა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მნიშვნელობა.
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეებს ეცოდინებათ, რომ გარდა წიგნისა,მშობლიური მხარის ისტორიას ყველაზე კარგად მხარეთმცოდნეობის მუზემი გვამცნობს.
პროექტის მიზნები
მოსწავლეებს ეცოდინებათ მუზეუმის ფუნქცია, დანიშნულება. უკეთესად შეისწავლიან საკუთარი მხარის ისტორიას.
მონაწილეთა ასაკი
9–10წელი
ვადები/ხანგრძლივობა
2 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
 მოსწავლეები მივლენ დასკვნამდე, რომ ჩვენი მხარე მართლაც ღირსეული წარსულის მქონეა, ჩვენი ქალაქი კი ქალაქი–მუზეუმია.
გააკეთებენ მაკეტებს და  აპლიკაციებს ციხე–სიმაგრეებზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
დიდი ზომის ფორმატი, ფერადი ფანქრები, პლასტილინი, ფერადი ქაღალდები წებო ,თვალსაჩინოებები.ვიდეო მასალა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
საუბარი,ექსკურსია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ჯგუფებში მუშაობა– ერთი ფგუფი მუშაობს პლასტილინით მაკეტის შესახებ, მეორე ჯგუფი ფერადი ქაღალდებით მუშაობს, მესამე ჯგუფი ფორმატზე ამაგრებს. ეწყობა პრეზენტაცია
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ლიანა კენჭოშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
liakenchoshvilki@gmail.com